მალიში, “რედისონ ბლუ”-ში ორმა მამაკაცმა მძევლად 170 ადამიანი აიყვანა

მალის დედაქალაქ ბამაკოს სასტუმრო “რედისონ ბლუ”-ში ორმა მამაკაცმა 170 ადამიანი მძევლად აიყვანა.
როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან, მათ შორის 140 სასტუმროს სტუმარია, 30 კი – დაწესებულების პერსონალი. მძევლების აყვანის შესახებ ინფორმაცია სასტუმროს მეპატრონემ დაადასტურა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სასტუმროს მე-7 სართულზე თავდამსხმელები ცეცხსასროლი იარაღიდან ისროდნენ.
ტელეკომპანია “რასია 24” გადმოსცემს, რომ თავდასხმის შედგად 5 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის პერსონალის თანამშრომლები და სტუმრები. “რედისონ ბლუს” პრესამსახურის ინფორმაციით, შენობა ბლოკირებულია.
გაზეთ Le Parisien-ის ცნობით, შემთხვევის დროს სასტუმროს ნომრების 90 პროცენტი იყო დაკავებული. აღსანიშნავია, რომ ბამაკოში არსებულ სასტუმროში ხშირად დასავლეთელი თანამდებობის პირები ჩერდებიან, მათ შორის უმეტესობა ფრანგია. სასტუმრო 190 ნომრისგან შედგება. ამ წუთებში შენობის ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.
სასტუმრო მდებარეობს ქალაქ მალის მერიის მახლობლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები