მალის დედაქალაქ ბამაკოში ტერორისტების მიერ თავდასხმა განხორციელდა
მალის დედაქალაქ ბამაკოში, სასტუმრო “რედისონ ბლუ”-ში თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ფრანს-პრესი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თვითმხილველებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გაიგეს. ამ წუთებში სასტუმროს პოლიციამ ალყა შემოარტყა.
“ფრანს-პრესის” ცნობით, თავდასხმა ისლამისტებმა განახორციელეს. მათ დაკავებული აქვთ შენობის მე-7 სართული.
“როიტერის” ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მძევლების აყვანა სცადეს, თუმცა რამდენად მოახერხეს მათ ეს, ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
როგორც „ბი-ბი-სი“ იტყობინება, სასტუმრო, ძირითადად, უცხოელი სტუმრებით არის დაკომპლექტებული. აღსანიშნავია, რომ აგვისტოში თავდასხმა განხორციელდა მალის ქალაქ სევარეშიც. შედეგად, 4 სამხედრო მოსამსახურე, გაეროს 5 თანამშრომელი და 4 თავდამსხმელი გარდაიცვალა.