საფრანგეთის მიერ სირიაში განხორციელებულ ავიადარტყმებს რუსეთი აკრიტიკებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკრიტიკებს საფრანგეთის მიერ სირიაში, ნავთობის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ ავიადარტყმებს.
„ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ამ გადაწყვეტილებას. ნავთობის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები სირიის ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს და ის საფრანგეთის მიერ თავდაცვის მიზნებით გამართლებული არ არის“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ილია როგაჩოვმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.
საფრანგეთმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ნავთობის ინფრასტრუქტურის დაბომბვა ნოემბრის დასაწყისში გააძლიერა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ავიადარტყმები ნავთობის და გაზის გამანაწილებელ სადგურებზეა მიტანილი. მინისტრის თქმით, „ბოევიკები“ შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ნავთობის და გაზის რეალიზებით იღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები