თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება
დღეს, თბილისის ზოგიერთ უბანს წყალმომარაგება შეუწყდება. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, კომპანიამ სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქუჩაზე, წყალსადენის 600 მმ-იან მაგისტრალზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტირებული 500-მეტრიანი მონაკვეთის ექსპლუატაციაში გაშვების სამუშაოები დღეს ღამიდან დაიწყება. პარალელურად, კომპანია ქსელებზე დამატებით ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებსაც დაამონტაჟებს.
სამუშაოების ჩატარების მიზნით კი, დღეს, 22:00 საათიდან ხვალ, 21 ნოემბრის 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ვარკეთილის მე-3 მასივის I, VI, IX, X კვარტლებს, კახეთის გზატკეცილსა და სამგორის რაიონის ქუჩების ნაწილს. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ სამუშაოების შესაძლებლად მოკლე დროში დასრულებას შეეცდება.