ფლორიდაში ავიალაინერი აფეთქების საფრთხის გამო საგანგებოდ დაჯდა

აშშ-ს ფლორიდის შტატში ავიალაინერი А320 ფორტ-ლოდერდეილის საერთაშორისო აეროპორტში საგანგებოდ დაჯდა. ტელეკომპანია „სი-ბი-ესის“ ინფორმაციით, საგანგებო დაფრენის მიზეზი ბომბის შესახებ შეტყობინება გახდა. ეს ინფორმაცია ეკიპაჟს ერთ-ერთმა მგზავრმა მიაწოდა. ლაინერის ბორტზე 92 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. დაფრენის შემდეგ ყველა მგზავრი ევაკუირებული იყო. თვითმფრინავი ტერმინალებიდან შორს გაიყვანეს და ის გამნაღმველებმა შეამოწმეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები