ისრაელში და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ხუთი ადამიანი დაიღუპა
სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა ორი თავდასხმის შედეგად, რომლებიც პალესტინელებმა ისრაელში და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე განახორციელეს.
ერთ-ერთი თავდასხმა სინაგოგაში მოხდა, სადაც პალესტინელმა ორ ებრაელს დანით ჭრილობები მიაყენა. თავდასხმა მოხდა ასევე ებრაულ დასახლებაში, იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, სადაც პალესტინელმა სროლა ატეხა და შემდეგ ადამიანების ჯგუფს ავტომობილით შეეჯახა. ბოლო ორი თვის განმავლობაში ისრაელში და პალესტინელების დასახლებებში გახშირებული თავდასხმების შედეგად, 15 ებრაელი და ათობით პალესტინელი დაიღუპა.