თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს თბილისის ზოგიერთ რაიონს, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
“თელასის” ცნობით, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ფეიქრების ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: თიანეთის გზატკეცილის, ტაბიძის, გაგარინის და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის და გამრეკელის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: წერეთლის გამზირის, იამანიძის, ქურდიანის, ბათუმის და მეტრეველის ქუჩების მცხოვრებლებს.
შექმნილი დისკომფორტის გამო კომპანია მომხმარებლებს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.