ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მიმდინარეობს მიწისქვეშა სამუშაოები, მაღალი ხარისხის პოლიეთილენის მილების მონტაჟი, სათავე ნაგებობის, სატუმბო სადგურებსა და რეზერვუარების მოწყობა. სოფლის სასმელი წყლით უზრუნველყოფა სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად ადგილობრივმა მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ დაათვალიერა.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელება ჯუმათის ტერიტორიული ერთეულის წყალმომარაგების პრობლემას საბოლოოდ მოხსნის. სამუშაოების ნაწილი მიმდინარე წელს, ხოლო ნაწილი 2016 წლისთვის დასრულდება. მომავალი წლიდან ჯუმათის ტერიტორიულ ერთეულში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც დაიწყება,“ – აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

ჯუმათის წყალმომარაგების პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოების სრული სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 1 085 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ბილდინგ დეველოპერი“ ასრულებს. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ბოლომდე დასრულდება.

12271492_10153302862819779_99049931_o

12268944_10153302862824779_321585657_o

12268429_10153302862834779_2122880798_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები