რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ხანძარი გაჩნდა
მოსკოვში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი 10 კვადრატული მეტრის ფართობს მოედო. „ლაიფ ნიუსის“ ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სარდაფში დაყრილ მაკულატურას და ნაგავს გაუჩნდა.
ძლიერი ბოლის გამო შენობის ორი სართული გაიკვამლა. შენობიდან პერსონალის სასწრაფო ევაკუაცია მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა მოახერხეს. შენობასთან სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც არიან მობილიზებულები. ხანძარი თავდაცვის სამინისტროში სირიის საკითხზე დაგეგმილ პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.