თელ-ავივში „რაშა თუდეის“ოფისზე თავდასხმის მონაწილე დაკავებულია

ისრაელის სამართალდამცველებმა თელ-ავივში ტელეკომპანია „რაშა თუდეის“ ოფისზე თავდასხმის მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ ტელეარხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ბოროტმოქმედის დაკავების დეტალები უცნობია, წინასწარი ინფორმაციით, ის 35 წლისაა, ეროვნებით პალესტინელი.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიის შენობაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ასევე პოლიციას ეჭვი აქვს, რომ ბოროტმოქმედს თანამზრახველიც ჰყავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები