თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რამდენიმე მაროკოელი, ტურისტის სტატუსით, გერმანიაში ჩასვლას გეგმავდა.
პოლიციამ, ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, სტამბოლის სასტუმროში მათ სახელზე რეგისტრირებული ნომერი ვერ აღმოაჩინა.
ერთ-ერთი დაკავებულის დოკუმენტების შემოწმების შედეგად კი დადგინდა, რომ აღნიშნული პირები ევროპაში მოხვედრას თურქეთიდან საბერძნეთში, შემდეგ კი სერბეთისა და უნგრეთის გავლით გეგმავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები