ნასვამმა ქალმა ატლანტის ოკეანის თავზე თვითმფრინავის კარის გახსნა სცადა

ნასვამი ქალი British Airways-ის ავიალაინერში, რომელიც ლონდონიდან ბოსტონში მიფრინავდა, ავარიული კარების გახსნას ცდილობდა. ამის შესახებ Sky News-ი იუწყება. ავიაკომპანიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 30 წლის მგზავრი ძალზე აგრესიულად იქცეოდა და თვითმფრინავის ეკიპაჟმა აეროპორტში დაჯდომამდე პოლიცია გამოიძახა.
ავიალაინერი ბოსტონში დაგეგმილზე ნახევარი საათით ადრე დაჯდა. მასაჩუსეტსის პოლიციის წარმომადგენლებმა ნასვამი ქალი დააკავეს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის პილოტების კაბინაში ცდილობდა შეღწევას, ხოლო შემდეგ, ავარიული გასასვლელის გახსნას აპირებდა. სამართალდამცველები ტერორისტული თავდასხმის შესაძლებლობას გამორიცხავენ. თვითმფრინავის ავარიული გასასვლელის კარის გახსნა ფრენის დროს შეუძლებელია, მის ბორტზე და გარეთ წნევის სხვაობის და სპეციალური ანეროიდული ყუთის გამო, რომელიც მას სიმაღლეზე ბლოკავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები