პარიზში ისვრიან – სენ-დენის შემოგარენში სპეცოპერაცია გრძელდება (ფოტოკოლაჟი)
პარიზის სენ-დენის შემოგარენში სპეცოპერაცია გრძელდება. იქიდან სროლის ხმა ისმის.
პოლიციამ ტერორისტების დასაკავებლად სპეცოპერაცია გვიან ღამით დაიწყო. უკვე დაკავებულია ხუთი ტერორისტი, ხოლო სამი სროლის შედეგად ლიკვიდირებულია. პოლიციის ინფორმაციით, შენობაში ჯერ კიდევ რჩება ერთი ტერორისტი.
სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ელისეის სასახლეში სხდომა მოიწვია. ოლანდი პირადად აკვირდება ოპერაციის მიმდინარეობას. ამ სხდომას საფრანგეთის პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებიან.