ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის შესარჩევი ტური დასრულდა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის თბილისის შესარჩევი ტური ქორეოგრაფიაში დასრულდა.
შესარჩევ ტურზე ცნობილმა მოცეკვავეებმა, ხელოვნებათმხოდნეება და ქოეორგრაფებმა წარმოადგინეს ხალხური სიმღერა და ცეკვა, საკრავიერი მუსიკა, ტრადიციული საეკლესიო გალობა, ზეპირსიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ასევე საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსისა და ეთნიკური ჯგუფის ფოლკლორი.
საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის შესარჩევი ტური უკვე ჩატარდა კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, გურიის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში. საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. ფესტივალის ლაურეატების დაჯილდოება და გალაკონცერტი 2016 წელს გაიმართება. გამარჯვებულებს I, II და III ხარისხის დიპლომები, სახელობითი პრიზები და ფულადი პრემიები გადაეცემათ.