ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს – საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის კონცეფციის შექმნაზე კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და სსიპ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი საქართველოს, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციასთან დაკავშირებით კონკურსს აცხადებს, საუკეთესო ბრენდის კონცეფციის, სლოგანისა და ლოგოტიპის შესარჩევად.
2018 წლის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე (www.buchmesse.de) საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის მთავარი მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებას, მდიდარი და მრავალფეროვანი ქართული ლიტერატურის და კულტურის მეშვეობით, გააცნოს თანამედროვე საქართველოს თავისი ტრადიციული და, ამავე დროს, ექსპერიმენტული ხასიათი.
ქართული ლიტერატურის და კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის მიმართულებით, ცენტრის მიერ შემუშავებული სტრატეგია მაქსიმალურად ორიენტირებულია ერთ მთავარ შედეგზე: აჩვენოს მსოფლიოს ქართული ლიტერატურის და კულტურის საერთაშორისო მნიშვნელობა და აქტუალობა. კონკურსი 3 ეტაპად ჩატარდება და პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს კონკურსის საპრიზო თანხას (50 000 ლარს). კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ სარეკლამო კომპანიას ან საინიციატივო ჯგუფს შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები