აბაშიძე – კარასინის მორიგი შეხვედრა ხვალ გაიმართება – რა საკითხს განიხილავენ მხარეები

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კარასინის მორიგი შეხვედრა ხვალ პრაღაში გაიმართება. მხარეები შეხვედრაზე სავაჭრო -ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო კომუნიკაციებს და ჰუმანიტარული სახის პრობლემებს განიხილავენ. ასევე მხარეები ასევე განიხილავენ საქართველოს იმ მოქალაქეების საკითხს, რომლებიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით სასჯელს იხდიან.
როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაც იქნება. „ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, მანდატი, ზოგადად, ეს გახლავთ სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კომუნიკაციები, ზოგიერთი ჰუმანიტარული სახის პრობლემა. ამას განვიხილავთ ჩვენ. ბოლო შეხვედრა ივლისში გაიმართა, მას შემდეგ დაგროვდა რაღაც საკითხები, რომლებიც განხილვას და მოგვარებას საჭიროებს“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები