ქართველები ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე წარადგინეს

ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე ქართველი მწერლები წარადგინეს. ყოველწლიური პრესტიჟული პრემიის მოსაპოვებლად წელს მსოფლიოს 59 ქვეყნიდან 215 კანდიდატია წარდგენილი. პრემიის ოდენობა 5 მილიონი შვედური კრონაა.
პატარა მკითხველისათვის საყვარელი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის პრემია 2002 წელს დაარსდა, ის მსოფლიოს უდიდეს პრემიად არის მიჩნეული ბავშვთა და მოზარდთა ლიტერატურაში.
წელს ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ნომინანტები საქართველოდან, წიგნის ხელოვნების ცენტრიდან ნატო დავითაშვილი და თეა თოფურია არიან. პრემიის ფინანსური მხარდამჭერი შვედეთის მთავრობაა, რომელსაც გამარჯვებულს შვედეთის ხელოვნების კომისია გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები