რუსეთი სირიის დასაბომბად დამატებით 37 თვითმფრინავს აამოქმედებს

რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები სირიაში სამხედრო ობიექტების დასაბომბად დამატებით 37 თვითმფრინავს აამოქმედებენ. ამის შესახებ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა. „გენერალურმა შტაბმა დამატებით აამოქმედა შორი მოქმედების ავიაციის 25 თვითმფრინავი, ასევე რვა პერსპექტიული ბომბდამშენი „სუ-34“ და ოთხი ავიაგამანადგურებელი „სუ-27“, – განაცხადა გერასიმოვმა. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გამართულ თათბირზე თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, ამ ოპერაციაში მონაწილეობისთვის უკვე ჩართულია სტრატეგიული ბომბდამშენები. „ბანდიტური დაჯგუფებების ლიკვიდაციის ოპერაციაში რუსეთის ტერიტორიიდან მონაწილეობენ „ტუ-160“-ის, „ტუ-95“-ის და „ტუ-22“-ის ტიპის ტვითმფრინავები“, – განაცხადა შოიგუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები