Air France-ის სამგზავრო ლაინერი Salt Lake City-ის აეროპორტში დასვეს
უსაფრთხოების მიზნით შეერთებულ შტატებში Air France-ის სამგზავრო ლაინერი Salt Lake City-ის აეროპორტში დასვეს. რეისი ლოს – ანჯელესიდან პარიზის მიმართულებით სრულდებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, ამის მიზეზი ბომბის შესახებ სატელეფონო შეტყობინება გახდა. დათვალიერების შემდეგ თვითმფრინავში ბომბის არსებობა არ დადასტურდა. უცნობია, არიან თუ არა დაკავებულები. რამდენიმე საათით ადრე კი ანალოგიური შემთხვევა Air France-ის თვითმფრინავზე, ვაშინგტონი-პარიზის რეისზეც მოხდა. ბორტი Nova Scotia-ს აეროპორტში დასვეს.