რუსეთის შეიაღებულმა ძალებმა ქალაქი რაქა დაბომბეს

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს ქალაქ რაქაში არსებულ მიზნებს ფრთოსანი რაკეტები ესროლეს. გაზეთ Le Monde-ს ინფორმაციით, რაკეტები ხმელთაშუა ზღვაში განლაგებული ხომალდებიდან გაუშვეს. ინფორმაციას საფრანგეთის სამხედრო წყაროები ავრცელებენ, რომლებმაც მანამდე საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ სირიის ამ ქალაქის დაბომბვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს.
ამავე გამოცემის ცნობით, რუსულმა ფრთოსანმა რაკეტებმა თურქეთის ტერიტორიასაც გადაუფრინეს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა სირიის ქალაქ რაქას დაბომბვა 14 ნოემბერს დაიწყო. რაქა „ისლამური სახელმწიფოს“ დედაქალაქად ითვლება და მასზე იერიში პარიზის ტერორისტული აქტების შემდეგ დაიწყო, რომლის შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები