ფრანგულ გაზეთ Liberation-ში „შარლი ებდოს“ მომავალი ნომრის კარიკატურა გამოქვეყნდა

გაზეთმა Liberation-მა ჟურნალ „შარლი ებდოს“ მომავალი ნომრის გარეკანის სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც პარიზის ტერაქტის კარიკატურაა გამოსახული. ჟურნალის ახალი ნომერი 18 ნოემბერს უნდა გამოვიდეს.
ეს არის ახალგაზრდა მამაკაცის კარიკატურა. იგი სვამს შამპანურს, რომელიც მისი სხეულის ნახვრეტებიდან იღვრება. ნახატს აწერია: „მათ აქვთ იარაღი, ჩვენთვის კი სულ ერთია. ჩვენ ხომ შამპანური გვაქვს“.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალი „შარლი ებდო“ სკანდალური კარიკატურების გამოქვეყნებით არის ცნობილი.
axal karikatura - Copy

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები