თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თუზში მეწყერი ჩამოწვა
წუხელ, გვიან ღამით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თუზში მეწყერი ჩამოწვა. ძლიერი წვიმების შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელ თავასას და თუზის დამაკავშირებელ გზაზე პრობლემები შექმნა. როგორც “კვირას“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ განუცხადა, ადგილზე შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის ჩამოწოლილი მეწყრის გამო რაიონულ ცენტრს 40-მდე ოჯახია მოწყვეტილი. მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბობს, რომ ზარალი საკამოდ დიდია.