უსაფრთხოების სამსახურში ხალიფატის ქართულ ვებგვერდთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს
„ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფატის ქართულ საინფორმაციო ვებგვერდთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს. სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებენ „ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფატის ქართული საინფორმაციო ვებგვერდის ბმულს. ვებგვერდზე როგორც ფოტო, ასევე ვიდეო, აუდიო და ტექსტური მასალაა წარმოდგენილი შაჰიდებისა და ვილაიეთის წარმომადგენლების შესახებ.