„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პენსიის 50 ლარით გაზრდას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2016 წლიდან პენსიის 50 ლარით გაზრდას ითხოვს აღნიშნული ინიციატივა პარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა. მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტში არსებობს შესაბამისი თანხები. მისი განცხადებით, 2012 წელთან შედარებით ბიუჯეტში მთავრობის შენახვის ხარჯები 456 მილიონი ლარით არის გაზრდილი, ხოლო იმისათვის, რომ პენსიონერებისათვის პენსიის ზრდა 50 ლარით მოხდეს, 420 მილიონი ლარია საჭირო.
“3 წლის განმავლობაში ქართული საზოგადოება დადგა მწვავე ეკონომიკური პრობლემების წინაშე. შემცირდა ეკონომიკური ზრდა, გაიზარდა უმუშევრობის დონე, გაიზარდა სიღარიბე, ამან განსაკუთრებით იმოქმედა პენსიონერებზე. მათი პენსია დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების გამო უფრო ნაკლებია, ვიდრე 3 წლის წინ იყო. გაძვირდა წამალი, პროდუქტი, გაძვირდა ცხოვრება. ვითხოვთ, გადაიდგას საგანგებო ნაბიჯი პენსიონერთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 50 ლარით პენსიით მატება 420 მილიონი ლარი დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს. 2012 წელთან შედარებით 456 მილიონი ლარით არის გაზრდილი მთავრობის შენახვის ხარჯები. ამ თანხის პენსიონერებისთვის გამოყოფაა საჭირო. რა სჭირდება ქვეყანას , პრემია, თუ პენსია? – ჩვენ ვფიქრობთ, რომ პენსია”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები