გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წელი ნიადაგის საერთაშორისო წლად გამოაცხადა

სასტუმრო „აბასადორი კაჭრეთში“ გაეროს განვითარების პროგრამის „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება“ პროექტის ფარგლებში კონფერენია გაიმართა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, ნიადაგის დაცვის მიზნით საქართველოში განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამა.
კონფერენციის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნიადაგის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში (UNDP) ჩატარდა, სადაც ნიადაგის დეგრადაციის, ნიადაგის მდგრადი მართვის, ბიოლოგიური სოფლის მეურნეობის საკითხებზე იმსჯელეს.
კონფერენციაზე ასევე წარმოადგინეს გეოინფორმაციული სისტემები და ნიადაგის კვლევა ,,სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის ნიადაგდავითი ტექნოლოგიების შესახებ.
კონფერენციაში სამთავრობო უწყებებთან ერთად, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO); საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები