პრაღაში ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
20 ნოემბერს, 19:00 საათზე, პრაღაში, წმ. სიმონისა და იუდას ეკლესიაში გამოჩენილი ქართველი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. დასწრება თავისუფალია. თუმცა, სურვილის შემთხვევაში, მაყურებელს ნებაყოფლობით შემოწირულობის გაკეთება შეეძლება. კონცერტიდან შესული თანხა ორგანიზაცია „დიაკონიას“ გადაეცემა.