აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი: ჩვენ კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლას ვაწარმოებთ

ჩვენ კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლას ვაწარმოებთ, კანონის და ადამიანის უფლებების სრული დაცვით, – ამის შესახებ აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ბესიკ ამირანაშვილი გაზეთ “პრაიმტაიმთან“ აცხადებს.
ბესიკ ამირანაშვილის თქმით, თითქმის ყველა დანაშაული, რომელიც უკანასკნელ პერიოდში აჭარაში მოხდა, ოპერატიულად და ცხელ კვალზე გაიხსნა, მათ შორის, ყაჩაღობის 8-ვე ფაქტი, ქურდობა, მკვლელობის მცდელობა. ყველა მძიმე დანაშაული გახნილია 100%-ით.
„პოლიცია დანაშაულის პრევენციაზე და მის ოპერატიულად გახსნაზეა ორიენტირებული. ჩვენ კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლას ვაწარმოებთ, კანონის და ადამიანის უფლებების სრული დაცვით. თითქმის ყველა დანაშაული, რომელიც უკანასკნელ პერიოდში აჭარაში მოხდა, ოპერატიულად და ცხელ კვალზე გაიხსნა, მათ შორის, ყაჩაღობის 8-ვე ფაქტი, ქურდობა, მკვლელობის მცდელობა. ყველა მძიმე დანაშაული გახნილია 100%-ით. გამოვლინდა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის 150 ფაქტი, ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის 53 ფაქტი, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის 21 ფაქტი. ბოლო 8 თვის მანძილზე, ჩვენ გამოვავლინეთ იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ტარების 51 ფაქტი, რაც, თავის მხრივ, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, ასევე, კიდევ უფრო სერიოზული დანაშაულის პრევენციაა. ყველა დამნაშავე პირი მიცემულია პასუხისგებაში“, – აცხადებს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.
ბესიკ ამირანაშვილის თქმით, სხვადასხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებულები, ბუნებრივია, ყველა მეთოდს მიმართავენ იმისათვის, რომ ხელაღებით ამტკიცონ საკუთარი უდანაშაულობა, დაზარალებულისა და მსხვერპლის მანტია მოირგონ და საზოგადოების სიმპათიაც კი მოიპოვონ. აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის შეფასებით – ეს ძალიან საშიში ტენდენციაა.
„სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩადენისთვის, ჩვენ გამოვავლინეთ და დავაკავეთ აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები. ისინი დღეს სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იხდიან. ჩვენი ბრძოლა კრიმინალთან, მართლაც, უკომპრომისოა. ამ ბრძოლის ფარგლებში, სხვადასხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებულები, ბუნებრივია, ყველა მეთოდს მიმართავენ იმისათვის, რომ ხელაღებით ამტკიცონ საკუთარი უდანაშაულობა, დაზარალებულისა და მსხვერპლის მანტია მოირგონ და საზოგადოების სიმპათიაც კი მოიპოვონ. ვფიქრობ, ეს ძალიან საშიში ტენდენციაა – კრიმინალს არ შეიძლება ჰყავდეს ქვეყანაში მხარდამჭერი და წამახალისებელი, ვინაიდან ეს პირდაპირ კავშირშია თითოეული ჩვენგანის, ჩვენი შვილების უსაფრთხოებასთან. რაც შეეხება სამართალდამცველების მიმართ ცალკეული დაკავებული პირების მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს, როგორც ჩემთვის ცნობილია, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მყისიერად დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება. პარალელურად, გამოძიება დაიწყო პროკურატურამ. შესაბამისად, მე ვერ გავაკეთებ დამატებით განმარტებებს ამ საკითხთან მიმართებაში. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას“,-აცხადებს ბესიკ ამირანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები