დღეს საქართველოში მოთოვს – ამინდის პროგნოზი
16 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში კი – თოვლი, – ამის შესახებ „კვირას“გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება. რაც შეეხება 18-19 ნოემბერს, საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +12,+17 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +7,+12 გრადუსი იქნება.
„17 ნოემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან – ძლიერი, გაძლიერდება დასავლეთის ქარიც, მაღალ მთაში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა იქნება +7,+12 გრადუსი“,- აცხადებენ სამინისტროში.