ჯაბა სამუშია: თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 810 მილიონი ლარით განისაზღვრა
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ჯაბა სამუშიას განცხადებით, 2016 წლის თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 810 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. პროექტის თანახმად, ბიუჯეტი 65 მილიონი ლარით იზრდება. ჯაბა სამუშიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც 2016 წლის ბიუჯეტით უნდა განხორციელდეს.
როგორც ბრიფინგზე გახდა ცნობილი, მომავალ წელს დაგეგმილია მეტროსადგურის რეკონსტრუქცია. ასევე კუს ტბისა და მთაწმინდის საბაგიროების რეკონსტრუქცია, რისთვისაც 7 მილიონი ლარია განსაზღვრული, პუშკინის ქუჩაზე კი ორმხრივი გზის მშენებლობა იგეგმება. მისი თქმით, 19 მილიონი ლარი, ავარიულ სახლებზე და 29 მილიონი ლარი მშენებლობებისთვის არის გამოყოფილი, ჯანდაცვის ბიუჯეტი 9 მილიონი ლარით იზრდება, განათლების – 3 მილიონი ლარით. თბილისის საკრებულოში ბიუჯეტის პროექტზე დებატები დღეიდან დაიწყება. 20 ნოემბრამდე განხილვები მოხდება საკრებულოს კომისიებში, 20 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით განხილვები გაიმართება საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში.