დავით ნარმანია 2016 წლის თბილისის ბიუჯეტის პრიორიტეტებს ასახელებს
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 2016 წლის თბილისის ბიუჯეტში ძირითადი პრიორიტეტები უცვლელი დარჩება.
მისი თქმით, მთავარ პრიორიტეტად, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება რჩება.
მისივე თქმით, პარამეტრები 810 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის სამოცდათხუთმეტი მილიონი ლარით მეტია.
„პარამეტრები 810 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 75 მილიონი ლარით მეტია. ეს მოგვცემს საშუალებას, უფრო მეტი რამე გავაკეთოთ ჩვენს ქალაქში, უფრო მეტი პრობლემა შეგვიძლია მოვაგვაროთ. პრიორიტეტები უცვლელია 2016 წელს, ვინაიდან, ჩვენ თავიდანვე, სწორედ იმ პრიორიტეტებს მოვკიდეთ ხელი, რაც ყველაზე მეტად აწუხებდა ჩვენს მოსახლეობას, ეს არის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, საბავშვო ბაღების და პატარებზე ზრუნვა, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება“,- განაცხადა ნარმანიამ.