თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე ჩხარას ადიდების გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206–ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
მათივე ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე გადაირთო. “საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 206–ე კმ-ზე მდინარე ჩხარას ადიდების გამო, უსაფრთხო გადაადგილების მიზნით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაირთო ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, ხოლო აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა”-ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები