ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს მეორე შეხვედრას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს მეორე შეხვედრას დაესწრება, სადაც ქართული მხარე ანგარიშს წარადგენს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინის და ევროკომისარ იოჰანეს ჰანის ერთობლივი განცხადებები.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური გამართავს შეხვედრებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები