თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოებია.
სამგორის რაიონში 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ბარბარეს უბნის და ნაკადულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. გეგმიური სამუშაოების გამო კი, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები