sky-news – ფრანგულმა მხარემ “ისლამურ სახელმწიფოზე” ავიაიერიში მიიტანა
sky-news იუწყება, რომ ფრანგულმა მხარემ “ისლამურ სახელმწიფოზე” იერიში მიიტანა და ჩრდილოეთ სირიაში 20 ჭურვი ჩააგდო. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იერიში “ჯიჰადის” სასწავლო ცენტრზე მიიტანეს. წყაროს ცნობით, საფრანგეთის მხრიდან ეს იყო ყველაზე მასშტაბური დაბომბვა, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საემიროებისა და იორდანიის ბაზიდან დაიწყო.
პარასკევს, პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად, 132 ადამიანი დაიღუპა. “ისლამურმა სახელმწიფომ” ოფიციალურად აღიარა, რომ ტერაქტი მათი მოწყობილია. ჩრდილოეთ ერაყში კი განაცხადეს, რომ საფრანგეთის საჰაერო დარტყმები არ უნდა განვიხილოთ, როგორც ამორალური შურისძიება. მათივე თქმით, ოპერაცია წინასწარ კარგად იყო დაგეგმილი.