მიხეილ სააკაშვილს დაჭრილი სამხედროებისთვის განკუთვნილი თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებენ

მიხეილ სააკაშვილს დაჭრილი სამხედროებისთვის განკუთვნილი თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას NTV ავრცელებს.
„ოდესის გუბერნატორის ირგვლივ კორუფციული სკანდალი არ წყდება. ამჯერად ამის მიზეზი სარეკლამო რგოლები გახდა, რომელშიც გუბერნატორის მიღწევები იყო ასახული. რეკლამა ტელეკომპანია „ინტერის“ ეთერში ტრიალებდა.
ოდესელებმა გუბერნატორს დაუთვალეს, თუ რა თანხა დაუჯდებოდა მას ეთერში რეკლამის განთავსება. აღმოჩნდა, რომ 3 დღის განმავლობაში რეკლამის განთავსების ღირებულება 3 მილიონი გრივნა იქნებოდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
NTV-ს ცნობით, საქმეს ფარდა ქართველმა ჰაკერმა ახადა. მან სააკაშვილის მრჩევლის თეიმურაზ ნიშნიანიძის ელ-ფოსტა გატეხა, საიდანაც გაირკვა, რომ ეს თანხები მოდიოდა საქველმოქმედო ფონდიდან „ოდესის საკეთილდღეოდ“, რომელიც დონბასში დაჭრილი სამხედროების დასახმარებლად შეიქმნა.
ადგილობრივებმა და დეპუტატებმა უკვე გადააგზავნეს გენერალურ პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის გუნდში არსებული კორუფციული სქემების გამოძიების შესახებ მოთხოვნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები