პარიზში სროლის შესახებ ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა – “ვიღაცამ ცუდად იხუმრა”
პარიზში, რესპუბლიკის მოედნიდან ადგილობრივმა პოლიციამ მცირე ხნით მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ამ დრომდე სამართალდამცველები ადგილზე მორიგეობენ. ევაკუაციის გადაწყვეტილება პოლიციამ მაშინ მიიღო, როდესაც პარიზელები ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად შეიკრიბნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა ფოიერვერკი გაუშვა. ძლიერმა ხმამ ხალხში პანიკა გამოიწვია და სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან ხალხის გაყვანა დაიწყეს.
ბელგიის ტელეკომპანია RTBF-მ ამ სიტუაციის ამსახველი კადრები პირდაპირ ეთერშიც გაუშვა და წამყვანმა განაცხადა, რომ ისროდნენ, თუმცა, მოგვიანებით ტელეარხმა მაყურებელს მოუბოდიშა და განმარტა, რომ ინცინდენტს ადგილი არ ჰქონია და რომ “ვიღაცამ უბრალოდ ცუდად იხუმრა”. ამ დროისთვის რესპუბლიკის მოედანზე პარიზელები კვლავ შეკრებილები არიან, მათ გარშემო კი პარიზის პოლიციის გაძლიერებული დაცვაა.
დღესვე, უცხოური მედიით ერთი პირის დაჭრის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა ეს ფაქტი არ დადასტურდა.