საფრანგეთის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ
საფრანგეთის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები, ფრანსუა ოლანდი და ნიკოლა სარკოზი, ელისეის სასახლეში ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრაზე საფრანგეთში არსებული ვითარება განიხილეს.
შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქში ტერაქტების სერია მოხდა. თავდასხმების შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა, 350 ადამიანი კი დაშავდა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და ჩაკეტილია საზღვრები.