სასწრაფოდ: პარიზში ისვრიან – დაჭრილია ერთი ადამიანი (ვიდეო)
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარიზის მეორე ოლქში, სენ მარტენის ქუჩაზე ისვრიან. უცხოური მედიის ცნობით, ინცინდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. ადგილზე საფრანგეთის პოლიციის თანამშრომლებიც იმყოფებიან.
“რია ნოვოსტის” საფრანგეთის კორესპონდენტის ცნობით, სროლის ხმის გაგონებისთანავე, ადგილობრივ მაღაზიებსა და რესტორნებში ჟალუზები დაუშვეს. ქუჩაში ფეხით მოსიარულეებმა თავი მიმდებარე საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებს შეაფარებს.
ამ დროისთვის შემთხვევის შესახებ დამატებით ინფორმაცია არ ვრცელდება.
https://www.youtube.com/watch?v=e1ZGUC1xCtk