“არც მსხვერპლთა და არც დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ ფიქსირდებიან“

საფრანგეთში საქართველოს ელჩის, ეკატერინე სირაძე-დელონეს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის საფრანგეთში მომხდარი ტერაქტებისას დაღუპული და დაშავებული ყველა პირი იდენტიფიცირებულია. ელჩის ინფორმაცითვე, არც მსხვერპლთა და არც დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ ფიქსირდებიან.
“ამ ეტაპისათვის, ყველა მსხვერპლი და დაშავებული იდენტიფიცირებულია, ამ წამს მორიგი კომუნიკაცია გვქონდა ფრანგ სამართალდამცავ ორგანოებთა. მოხარული ვარ, გაცნობოთ რომ არც მსხვერპლთა და არც დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ ფიქსირდებიან. კიდევ შეიძლება რამე შეიცვალოს, მაგრამ ამ ეტაპისთვის ესაა და ვერც კი ვმალავ, ისე მიხარია“, – წერს ეკატერინე სირაძე-დელონე ფეისბუქის პირად გვერდზე.
ოფიციალური ინფორმაციით, პარიზში გუშინ მომხდარი ტერაქტების შედეგად სულ მცირე 129 ადამიანი დაიღუპა და 352-ზე მეტი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები