პარიზში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება მოხერხდა

 საქართველოს ორ მოქალაქესთან, რომლებიც პარიზში ტურისტული მიზნით იმყოფებიან, დაკავშირება მოხერხდა – ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედს“ საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკატერინე სირაძე-დელონემ განუცხადა. “ვიცი, რომ ოჯახი დაუკავშირდა, ვიცი, რომ კარგად არიან. ვერ გეტყვით სად იმყოფებიან ამჟამად”, – აღნიშნა ეკატერინე სირაძე-დელონემ. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მომხდარი ტერაქტების შემდეგ საქართველოს 4 მოქალაქესთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. ამ დროისთვის ოთხივე მათგანი თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები