ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე დაკავებული ლაშა კვირკვაია საავადმყოფოში გადაიყვანეს

სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დაკავებული პოლიციელი ლაშა კვირკვაია შიმშილობის ფონზე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების ყოფილი უფროსი ამტკიცებს, რომ დაპირისპირება განყოფილებაში ადვოკატის, გიორგი მდინარაძის პროვოცირებული იყო და მას ბრალს უსამართლოდ უყენებენ. პროტესტის ნიშნად კვირკვაია საკვებისა და წყლის გარდა უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზეც.
„მას შემდეგ, რაც ბრალი წაუყენეს იგი გადავიდა მშრალ შიმშილობაზე, წამლების მიღებაზეც უარი თქვა, არც ექიმებს არ იკარებს. ის ამას პროტესტის ნიშნად აკეთებს და ამბობს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უსამართლოდ არის განხორციელებული“, – აცხადებს ადვოკატი კობა კობახიძე.
პროკურატურამ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია რამდენიმე დღის წინ დააკავა. ლაშა კვირკვაია საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად დააკავეს, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილს ძალადობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები