საფრანგეთში საქართველოს საელჩო ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს + 33(0) 783318689

საფრანგეთში საქართველოს საელჩო ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს + 33(0) 783318689. საელჩო პარიზში მყოფ საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს მიმართავს პანიკას არ აყვნენ.

“13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო, საფრანგეთში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ამუშავებულია ყველაზე მაღალი უსაფრთხოების გეგმა; რაც ნიშნავს, რომ აკრძალულია გარეთ გასვლა და გაძლიერებულია დაცვა. შესაბამისად, მოგიწოდებთ დარჩეთ სახლებში, სასტუმროებში. გთხოვთ, ნუ აჰყვებით პანიკას.
ამუშავებულია საელჩოს ცხელი ხაზი: + 33(0) 783318689”, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები