თბილისის საკრებულოს შენობა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა

საქართველოს მთავრობისა და ქალაქ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, პარიზში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად და ფრანგი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, თბილისის საკრებულოს შენობა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა.
ცერემონიას წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს წევრები და მერიის საქალაქო სამსახურების უფროსები და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდენენ.
დედაქალაქის მთავრობის წევრებმა 13 ნოემბერს პარიზში ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ფრანგ ხალხს სამძიმარი გამოუცხადეს.
გუშინ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა, რის შედეგადაც შეიარაღებული პირები რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და ფეხბურთის სტადიონს დაესხნენ თავს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტერაქტების შედეგად სულ მცირე 127 ადამიანი დაიღუპა, 600-მდე კი  დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები