ნიკა რურუა: პარიზის ტრაგედიით მარი ლე-პენი ისარგებლებს – მისი გამარჯვება ძალიან სჭირდება პუტინს

“პარიზის ტრაგედიით აუცილებლად ისარგებლებს ულტრა-მემარჯვენე, ღიად მოფაშისტო პოლიტიკოსი მარი ლე-პენი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად”, – ამ ბრალდებას საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერია”-ს დამფუძნებელი ნიკა რურუა ფრანგ პოლიტიკოს მარი ლე-პენს უყენებს. როგორც რურუა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, მარი ლე-პენის გამარჯვება ძალიან სჭირდება ვლადიმირ პუტინს.
რურუას მტკიცებით, პოლიტიკოსის საარჩევნო კამპანიას სწორედ პუტინი აფინანსებს.
“პარიზის ტრაგედიით აუცილებლად ისარგებლებს ულტრა-მემარჯვენე, ღიად მოფაშისტო პოლიტიკოსი მარინ ლე-პენი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად. მისი გამარჯვება ძალიან სჭირდება ვლადიმირ პუტინს, ვინც აფინანსებს ამ ქალბატონის საარჩევნო კამპანიას მილიონობით ევროთი, რაც უკვე თითქმის დამტკიცებული ფაქტია. ამ ქალის საშუალებით პუტინი NATO-სა და ევროკავშირის დაუძლურება/დაშლას აპირებს.
მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს კონკრეტული საბუთი ამის დასამტკიცებლად, არ გამოვრიცხავ, რომ ამ ტრაგედიის წამქეზებელი პუტინის სპეცსამსახურები იყვნენ. ისინი ამგვარ ჯოჯოხეთურ და არაადამიანურ ქმედებებში შემჩნეულები არიან:

1. ჩეჩნეთის მეორე ომის წამოსაწყებად საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებისას;
2. 2008 წელს საქართველოსთან ომის წამოწყებისას, მედვედევისვე სიტყვებით “ნატოს გაფართოების შესაჩერებლად”;
3. უკრაინაში სამოქალაქო თვითმფინავის ჩამოგდებისას, რომ ეს უკრაინის სახელმწიფოსათვის დაებრალებინათ და მსოფლიოს თვალში უკრაინის დისკრედიტაცია მოეხდინათ;
4. ეგვიპტეში საკუთარი სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებისას, რომ რუსეთის სირიაში სამხედრო ავანტიურა რამენაირად გაემართლებინად, და ა.შ.
დასავლეთი ბოლოს და ბოლოს უნდა მიხვდეს, რომ პუტინის სახით საქმე აქვს სრულიად ცივსისცხლიან მანიაკთან, ვინც ამგვარი ჯოჯოხეთური ვერაგობითა და არაადამიანური სიბილწის მატარებელი სპეც-ოპერაციებით ცდილობს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას. პუტინის მეთოდები ის შემთხვევაა, როცა ნებისმიერ კონსპირაციის თეორიას რეალური საფუძველი გააჩნია: არავითარი სპეკულაცია. მხოლოდ დედუქცია”,-წერს რურუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები