“ქართული ოცნება” პარიზში განხორციელებული ტერაქტების გამო მწუხარებას გამოთქვამს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას პარიზში განხორციელებული ტერაქტების გამო, რომელსაც ათეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“ამ მძიმე წუთებში ვუცხადებთ სოლიდარობას ჩვენ მეგობარ საფრანგეთის სახელმწიფოს და ფრანგ ხალხს და ვიზიარებთ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას. ამ ბარბაროსულმა აქტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობით აღჭურვილი ყველა სახელმწიფოს ერთად დგომა და ქმედითი თანამშრომლობა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ოფიციალური ინფორმაციით, პარიზში მომხდარი ტერაქტის შედეგად, 128 ადამიანი დაიღუპა, 600-მდე კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები