საქართველოდან საფრანგეთში გამგზავრებული 4 ტურისტიდან 2 ნაპოვნია
საქართველოდან საფრანგეთში გამგზავრებული 4 ტურისტიდან 2 ნაპოვნია.
ამის შესახებ “კვირას” საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკატერინე სირაძე-დელონემ განუცხადა.
მისი თქმით, ქართველი ტურისტები საფრანგეთში საქართველოს თანამშრომლებმა მიაკვლიეს. ისინი თავს კარგად გრძნობენ.
“რამდენიმე წუთის წინ ტურისტებს საქართველოს საელჩოს თანამშრომლებმა მიაკვლიეს. ისინი პარიზში იმყოფებიან და თავს კარგად გრძნობენ. რაც შეეხება დანარჩენ ორს, მათთან დაკავშირება ჯერ ვერ შევძელით”, – აღნიშნა ელჩმა.
ამასთან, საქართველოს ელჩმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 13 ნოემბრის ტერაქტის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა სიაში ოფიციალური ინფორმაციით, ამ დრომდე არცერთი ქართველი არ ფიქსირდება.