ირაკლი ღარიბაშვილმა პოვაჟსკა ბისტრიცაში მდებარე ისტორიული სასახლე დაათვალიერა

სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქალაქ პოვაჟსკა ბისტრიცაში მდებარე ისტორიული სასახლე დაათვალიერა.
საუკუნეების მანძილზე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სამეფო გვარის, ჰაბსბურგების საკუთრებაში არსებული სასახლე დღეს ქართველი ბიზნესმენის, ნოდარ გიორგაძის კერძო საკუთრებაშია.
ბიზნესმენი სამომავლოდ აქ ქართული სახლის გახსნას გეგმავს.
“საქართველოსა და სლოვაკეთს აქვს ტრადიციული კავშირები. სამომავლოდ, ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობა, როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე ადამიანური კავშირების დონეზე. მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს ქვეყნებს! თანამედროვე მსოფლიოში ეს ძალიან მნიშვნელოვანია,”- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტების დროს დაღუპულთა ხსოვნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები