გიორგი ბადაშვილმა საფრანგეთის საელჩოს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი სამძიმარს უცხადებს საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს, საფრანგეთის მთავრობას, საფრანგეთის მოქალაქეებს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.
მთავარმა პროკურორმა სამძიმრის წერილი საფრანგეთის ელჩს გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ღრმა თანაგრძნობას და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საფრანგეთის მოსახლეობას.
“შეძრწუნებული ვარ და ძალიან ვწუხვარ ქ. პარიზში ტერორისტების მხრიდან კოორდინირებულად განხორციელებული სროლების და თვითმკვლელების მიერ მოწყობილი აფეთქებების შედეგად თქვენი მოქალაქეების დანაკარგის თაობაზე“, – აღნიშნულია გიორგი ბადაშვილის სამძიმრის წერილში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები