საქართველოდან საფრანგეთში გამგზავრებულ ტურისტებს ვერ უკავშირდებიან

საქართველოდან საფრანგეთში გამგზავრებულ 4 ტურისტს ვერ უკავშირდებიან. აღნიშნული ინფორმაცია საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონემ დაადასტურა.
როგორც მან განმარტა, საფრანგეთის საელჩო მათთან კავშირის დამყარებას ამ წუთებშიც ცდილობს.
„ბოლო ინფორმაციით, 98 მძიმედ არის დაშავებული, 127 დაღუპული, 180 კი დაშავებული. საქართველოს მოქალაქეები ჩვენს ცხელ ხაზზე რეკავენ, ამ დრომდე დაახლოებით 40 ზარია შემოსული. ძირითადად ლოჯისტიკის საკითხებს ეხება მათი კითხვები. შეუძლიათ თუ არა რომ დატოვონ ქვეყანა. რა პირობებია ამისათვის შექმნილი. არც დაღუპულთა რიცხვში და არც დაშავებულებში არ დასტურდება საქართველოს მოქალაქეების ყოფნა. ვეძებთ საქართველოს 4 მოქალაქეს, რომლებსაც ოჯახი ვერ უკავშირდება და ჩვენ ვცდილობთ რომ დავუკავშირდეთ. ისინი ჩამოსულები არიან ტურისტულად. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ტერორისტული აქტების დროს იქ იმყოფებოდნენ. პანიკის საფუძველი ჯერ-ჯერობით არ არის,“ – აცხადებს ეკატერინე სირაძე-დელონე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები