საქართველოს მუფთი: ტერორისტები ისლამს ცუდი მაგალითებისთვის იყენებენ

საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე საფრანგეთში წუხელ განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს გამოეხმაურა და განმარტა, რომ ისლამი არ არის მოძალადე რელიგია.
მისივე მტკიცებით, ისლამი გმობს ყოველგვარ ტერორიზმს და ძალადობას. ” ვგმობთ ტერაქტებს და არც ერთ მორწმუნეს არ სიამოვნებს, როცა ასეთ დანაშაულს ისლამის სახელით ჩადიან.
“ალლაჰუ აქბარ” არაბული სიტყვაა და ნიშნავს “ღმერთი მაღალია”. ტერორისტები ამოფარებულები არიან ისლამის რელიგიას და ისლამს განადგურებისთვის და ცუდი მაგალითებისთვის იყენებენ. ისლამი ყოველთვის გმობს ძალადობას.
არა მარტო მუსლიმები, ქრისტიანებიც არიან, რომლებიც კლავენ ბავშვებს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანულმა რელიგიამ, ბიბლიამ უქადაგა მათ ეს. არიან ადამიანები, რომლებიც რადიკალები არიან და კლავენ ბავშვებსაც და ქალებსაც”, – აღნიშნა ბეგლარ ქამაშიძემ და დასძინა, რომ ღვთიური წიგნები კრძალავენ კაცთაკვლას და ყურანშიც მკვეთრად წერია, რომ ისლამში ძალადობა აკრძალულია.
“ღვთიური წიგნები ერთი და იგივეს ქადაგებენ და ვერსად ვერ ნახავთ, რომ რომელიმე მოუწოდებდეს ადამიანის კვლისკენ. ყურანში არის ასეთი რამ, რომ ღმერთი კრძალავს კაცთაკვლას და ღმერთი ბრძანებს, რომ რელიგიაში ძალდობა არაა”, – აღნიშნა ბეგლარ ქამაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები